ხე, მთვარე, წყალი, ჰაერი, ღმერთი...
ხე, მთვარე, წყალი, ჰაერი, ღმერთი... ხე, მზე და მთვარე, ჰაერი, წყალი. რა შუაშია, აქ ქურდი ღამე? ღამემ მომპარა, სიმშვიდე, კარე. ხეს მოვუყევი ამბავი ღამე. მზემ სხივი მომცა, აჯობა მთვარეს. ხემ მიჩრდილობა, დღეცა და ღამეც. ჰაერში იდგა, ზმანება მძიმე. ხემ დაუბერა, გაფანტა მარე. მე, ჰაერივით მჭირდება, მზე და, მე, ჰაერივით მჭირდება, მთვარე, მე, ჰაერივით მჭირდება, წყალი და ჰაერივით მჭირდება ღმერთი. წყლის წვეთი კმარა, გასაგრილებლად, წყლის წვეთი კმარა, ასაფეთქებლად, წყლით შეიძლება მოკვდე, გაცოცხლდე, წყალი ქმნილება, ბუნების, ღმერთის. წყალი დალიე ახსენე ღმერთი, გინდ იყოს, წვეთი, გინდ იყოს, ზვრეთი, მადლიერება, თუ შენში სახლობს, მცირედზეც იტყვი, გმადლობ, უფალო. 19.06.1993წელი. ნინო როსტიაშვილი NERU ✍️
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი