არ გაგიჭირდეს მამულო


არ გაგიჭირდეს მამულო

სულიდან ამოძახილი,
სიტყვა ვერ მითქვამს ხატოვნად.
მიყვარხარ ჩემო მამულო,
თვალზე მადგახარ კადრებად.
არ მინდა იღებებოდეს, 
შენი მინდვრები შინდისფრად.
მინდა ისმოდეს ჰანგებად,
იავნანა და მზე შინა.
მაგრამ თუ ოდეს დაგჭირდეს,
მე კი მიჭრიდეს მარჯვენა.
წარბშეუხრელად მოვიქნევ,
პაპის დატოვილ ფრანგულას.
ძარღვებში სისხლი გამიშრეს,
მტერს თუ არ დავხვდე, ქართულად!

08.08.2018წელი
ნინო როსტიაშვილი
NERU ✍️

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი