"სვანეთის ცის ქვეშ"


"სვანეთის ცის ქვეშ"

სულ სხვანაირად, გიყვარს სიცოცხლე,
აქ ბალახს დედის რძის, სუნი უდის,
უცებ, ერთ წამში ისე მაღლდები,
გგონია ხელით, მისწვდები ცის თაღს.
აქ ისევ ხნავენ, ისევ თესავენ,
აქ წინაპართა, ძვლები ჟრიალებს,
აქ სისხლის ყივილს, ისე შეიგრძნობ,
როგორც ზედაშეს დაცლილ ფიალებს.
აქ ისევ ბუხარს ზელენ ტალახით,
ოჯახის თავი ისევ კაცია,
აქ ისევ ბავშვებს ზრდიან აკვანში,
აქ სხვანაირი "ნანა"
იციან!

10.07.2022წ
ნინო როსტიაშვილი
NERU ✍️

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი