დაფიქრდი
დაფიქრდი...
გამიღიმე,
ნუ ბრაზდები,
წლები უცებ გარბის.
ცელქი გოგო,
შევერცხლილ თმით,
სიბერის გზას გადის.
მოიხედავ,
შემოგრჩება,
ცივ კედელზე...
ბზარი...
გაყინული მუნჯი სახე
და ზმანება ღამის.
06.07.2022წელი
ნინო როსტიაშვილი
NERU ✍️
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი