მაშოს


მაშო

ჩემი, სიცოცხლე შენსას დაჰყვება,
გულში საუნჯედ ამოყვავილდი,
შენი, თვალებით ვუმზერ სამყაროს,
შენთვის, დარდებსაც შორს გადავრგავდი...
ჩემი, ცხოვრების, კელაპტარი ხარ,
ჩემი, ოცნების,ფიქრი ფრთიანი,
ჩემი, საყდარის გასაღები ხარ,
ჩემი, ბილიკის-წმინდა ლამპარი.
სადარდელიდან, დღე ხარ ნათელი,
სანატრელიდან- ნატვრის ამხდენი,
შენა ხარ, ჩემი, სუნთქვის მიზეზი,
შენით, ვცოცხლობ და შენთვის, დავრჩები.

28.08.2021წელი
ნინო როსტიაშვილი
NERU ✍️

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი