-მიყვარს... არ მიყვარს!
-მიყვარს... ,.არ მიყვარს! მიყვარს, ტირე და სამწერტილი, არ მიყვარს, მძიმე და წერტილი, არც კითხვის ნიშანი მახარებს და ძახილს საერთოდ ვერ ვიტან! ტირეში, განვლილი გზა მიყვარს, სამწერტილს, იმედით ვუყურებ... მძიმე, გულს მიმძიმებს რატომღაც, წერტილი, დასასრულს მაგონებს. ვერ ვიტან ძახილს და ბრძანებას, ორივე მიმრავლებს გულის დარდს. სასვენი ნიშნები კი არა, ცხოვრების ნიშნები არ მიყვარს! 09.07.2013წელი ნინო როსტიაშვილი NERU ✍️
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი