გაქრა


გაქრა

მყუდროებაა ბნელ ოთახში,
მბჟუტავი ლამფა, თავისთვის ბჟუტავს.
აქ შავ რიოალს დასდებია,
უსულო განცდა.
საუკუნეა აღარ ისმის,
ვალსი და კანკა,
დრომ მიივიწყა პატრონი და
კლავიშთა გამა.
მბჟუტავი ლამფაც, საცაა ჩაქრა,
მოგონებები უკვალოდ გაქრა.
აქ შავ როიალს დასდებია უსიტყვო  განცდა.
სიცოცხლე გაქრა...
                        სიცოცხლე ჩაქრა...

03.10.1998წ.
ნინო როსტიაშვილი
NERU ✍️
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი