მე და კაკლის ხე...
მე და კაკლის ხე... დავიბადე... მამამ ეზოში კაკლის ხე დარგო, ვიზრდებოდი, როგორც ჩვენს ეზოში, ის კაკლის ხე. ხან ვზაფხულობდი, ხან... უეცრად ვშემოდგომობდი, ხან... ჟამი, მკაცრი ზამთარივით გადაივლიდა. ამ კაკლის ხეს ვერ შევედრები ნაყოფის სხმაში, მაგრამ საჩემო სანაყოფე, მაინც მოვისხი. კაკლის ხე, დროთა სვლას მისდევდა, ფოთოლთ შრიალით. მე კი, ჟამთა სვლას, ხან ვასწრებდი, ხან გამასწრებდა. დაუბერავდა ქარი და ფოთოლს აცლიდა ხეს, დაუბერავდა ქარი და ვერკინებოდი მე. ბერდებოდა და ვბერდებოდი ვით ეს კაკლის ხე, ცულის მოქნევის დროს ველოდი, გამოფიტული... 19.07.2021 წელი ნინო როსტიაშვილი NERU ✍️
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი