ჩამოდი, ღმერთო...
ჩამოდი, ღმერთო... მე ყოველ დილით, მახათიდან ვხედავ სამებას, ბარზე დაყრდნობილ მესაფლავეს და გაჭრილ მიწას. მე ყოველ დილით, მივუყვები სასაფლაოს გზას, გადაღმა-გზიდან, მიმზერს ცივი ქვა. დღეგამოშვებით ვისმენ, გლოვის ზარს, ცაში ავხედავ და ვიწერ პირჯვარს. ღმერთო, რად შეჰქმენ ადამიანი? ვფიქრობ და დღემდე ვერ გამიგია. თუნდაც შეხედე ჯერ ამ მოკვდავს და მერე მის ხავსს. ქუჩაში მოდის განა ქალი, მართლაც ქალღმერთი, თითქოსდა გუშინ დაიწერა, მხევალთან ჯვარი. დღეს კი ახურავს თავზე თალხი და მოსავს ძაძი. ღმერთო, რად არის ეს ცხოვრება, ასეთი მკაცრი...? თუნდაც შეხედე ამ პატარას, ცრემლი რომ დასდის, გუშინ ხომ ზურგით ჭენაობდა პატარა, მამის, უმისამართოდ, დღეს რატომ დადის? მეტყვი, რომ ყველა თავის გზით დადის... უმანკო თვალზე, ცრემლი რად დასდის? ღმერთო, რად არის ეს ცხოვრება ასეთი მკაცრი...? ჩამოდი ღმერთო, შენს იმედად დადის აქ ხალხი. გადაუფანტე ღრუბლები და მოჰფინე მადლი. 19.07.2022წ ნინო როსტიაშვილი NERU ✍️
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი