გაგერიდებით


გაგერიდებით

იყო სიტყვა და იყო ლექსი  სულისთვის საზრდო,
 გონს უხაროდა, ლექსის წერა, მაგრამ რა მარგო...
ახლა ხალხისთვის, საზრდოდ იქცა:  სკამი და მანგო,
ვერ გადავიტან...
გეფიცებით, ეს გული დარდობს.
პოეზიაზე უიმედოდ  შეყვარებული,
ვგრძნობ შეიშალა, ჩემი სული, ჩემი სხეული.
საზრდოდ მეყოფა, დახეული, ჩემი რვეული.
სულ არეული,
მთვარეული,
გადარეული,
ვიყო ეული!

         გაგერიდებით...

20.06.2021წ.
ნინო როსტიაშვილი
NERU ✍️

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი