დაიგვიანე... (მაშოს)


დაიგვიანე...
       მაშოს

დაიგვიანე,
ორი კვირით დაიგვიანე,
რომ მოსულიყავ, ღვთისმშობლის დღეს, ლოცვად და რწმენად.

ჩემი, საათის ისარი ხარ, მაჯად, რომ ფეთქავ
და არასოდეს არ შეჩერდეს, ვუმზერ და ვხედავ:
-ერთხელ, როდესაც აღარ მოვალ, არ გეტყვი: დედა...
როგორ იქნები უჩემოდ და იმ დღეზე ვწუხვარ.
ჩემი, ცხოვრების მდინარე ხარ, ჩემი, ღელვა ხარ.
აგვისტოს ხვითქში მოვლენილი, წვიმის წვეთი ხარ,
რომ მაფხიზლებ და წყურვილს, რომ მიკლავ.
უკუნით ღამეს, რომ მინათებ, სანთლის შუქი ხარ.
და არასოდეს არ ჩამიქრე, ანათე მუდამ.

დედაღვთის მადლი, მარიამის საჩუქარი ხარ,
ჩემი, ლოცვა და ჩემი, ხატი ხარ.
ერთხელაც, ხომ...
 გადავბარგდები და აღარ მოვალ,
არ გეტყვი, დედა...
იმ დღეზე ვწუხვარ.
შენ, არ იდარდო, არ იცრემლო,
მე, ლოცვად მოვალ...

28.08.2018წ.
ნინო როსტიაშვილი
NERU ✍️

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი