ნუ ისვრი...


ნუ ისვრი...

სიტყვას ძალა აქვს, ტყვიის და ხანჯლის.
უაზრო ქნევა ოხ, როგორ'ა მღლის.
უსისხლოდ, მაგრამ სულამდე ფხაჭნის.
თუ გინდაც გეცვას, პერანგი ჯაჭვის.
 ხანჯალი იქნებ აიცდინო, ანდა ვერ გაჭრის,
ენით მოქნეულს ვერც აიცდენ, 
და-ძმობას ჩაჭრის.
ტყვიაც იქნება ნასროლია უმიზნო კაცის,
აგაცდინოს და ვერას გზით დაგჭრის.
 სიტყვა ნასროლი, არც აგცდება და ...
სულს, როგორა ღრღნიის?
გულსაც საით ხრის?
დაკოდავს, დახევს, ნაჭრებად აჭრის.
ცხრაგზის დაფიქრდი,
 დაფიქრდი! 
-რა გჭირს...
 სანამ იტყვი და აათლი, აჭრი.
მოვაჭრის სულს ნუ დაამსგავსებ ენას რაც აცრის...
 აავდრებს...
აწვიმს...
სეტყვავს თუნდ ბარდნის...

19.07.1999წ
ნინო როსტიაშვილი
neru ✍️

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი