დავხვრეტდი...


დავხვრეტდი...

რატომ კვდებიან მამები დედებზე ახალგაზრდები?!
მეც მაგ მახეში გავები,
შენ, რომ მარილზე გახვედი,
დამარილებულ ჭრილობას შავი სახვევით ვახვევდი,
ვერა მშველოდა ექიმი და ვერც ვერცერთი მნახველი.
შენ, რომ წახვედი, გავხევდი, სულ ნაკუწებად დავხევდი
კალენდარს კედელზე,
შენ, რომ ყოველდღე ფურცელს ახევდი,
ხსოვნა, რომ დაერქვა, მე ობოლი და დედას კი ქვრივი.
მზის სხივმა კარები ვერ გახვრიტა და... დაბნელდა მივხვდი,
ვერ ხედავდი მე და​ დედა​ როგორ ვეყარეთ გვამები
გვისამძიმრებდნენ რადგან, სხვა გვარები, სხვისი მამები,
დავხვრეტდი: იმ დღეს,
იმ წელს, იმ თვეს, იმ კალენდარს, რომ გახევდი...

24.07.2023წ
ნინო როსტიაშვილი
neru

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი