იყო დღეები...


"დროშები ჩქარა"
               (გალაკტიონი)

იყო დღეები,
 არ მქონდა გროში,
ჭიქა ყავა და
 უხორცო ბორში,
ზამთარში მეცვა
 ზაფხულის ქოში,
და დავდიოდი
 როგორც გავროში.
ქუჩაში იყო
 ჭორი, როშვები,
სკვერს ედებოდნენ,
 როგორც ბოშები.
რა საჭიროა
 თუნდაც გროშები,
თუ მეგობრები
 მყვანან ბროშები.
ჩქარა აღმართეთ 
 ყველამ დროშები,
თავისუფლებას
 უფრო ვშორდები,
სულო გაუძელ
 ნუ მეთოშები,
შენ იმოძრავე,
 ნუ გამშორდები.
გაკვირვებული
 ნუ მაშტერდები,
თორემ, იცოდე
 გამოშტერდები,
უკან დაგრჩება
 ნაძვის "როშები",
როცა ცხოვრებას
 ჩამოშორდები.
უნავთო ლამფა,
 უშეშო "ფეჩი",
ვირთხა სოროში,
 ლომები გვერდში,
გმირები ომში,
 ლაჩრები სხვენში,
აბა ცხოვრებავ,
 დღეს მე რას გერჩი?!
იყო დღეები
 არ მქონდა პური,
ქუჩაში იდგა
 ქაოსის სუნი,
სახლში მიმქონდა
 დაღლილი სული,
მაგრამ არასდროს
 წამსვლია გული.
მაშინაც იყო
 ბოღმა და შური, 
მაშინაც ეცხოთ
 სახეზე მური,
ზოგი მუნი და
 ზოგი ამური,
ყველა ვიყავით
 ცხოვრების მდგმური.

12.05.1999წელი
ნინო როსტიაშვილი
NERU

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი