მინორული დღეები
მინორული დღეები მზემ ჩაიცვა ღრუბელი, წყალი მოდის გუბელი, გუბეს ვუვლი გვერდ-გვერდით, ახლა რად გამიბევრდი. ამინდია საჩემო, მაგრამ მე ტყუილად ვჩემობ, ვერც წვიმებმა მიშველეს, ლამი შერჩა იქ, ღელეს. მინორებმა მიმღერეს, სევდას წამოუქროლეს, ველოდები მზიან დღეს, ცრემლს შეუშრობს მტირალ ხეს. სანამ მძიმე ტოტებით, მიწას დავეტოლები, ამო, ამოანათე, ცას ნათელი აანთე. ანათე და გამათბე, დედამიწა, შენ, მართე. დაწყვეტილი ნერვებით, მაინც არ დავნებდები. გულო ნუ დაბერდები, იმ დროს დაველოდები, როს გადნება ლოდები, ყინულის და გოდების. დარდო ნუ გაბევრდები, გულზე ნუ დამებნევი, თორემ შემომასკდება, დაბერილი ვენები. შროშანები აყვავდნენ, დახალულან კლდეები, შემოაცვდათ წინდები, თეთრი-შევერცხლილები. ქარებს ნუ უშინდები, შეთვალულან თხილები. ბრუნდებიან მერცხლები, კლდეს გადმოსცდა კურცხლები... 05.05.2000წ ნინო როსტიაშვილი neru
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი