დედაჩემო


ნაშალი*

არაფერი აღარ დამრჩა სათქმელი,
დამიკრიფავს ველად ყველა ურთხმელი,
ამაღამაც დარდისაგან დავთვერი,
შუაღამის ქარისავით გავქრები.

არ ყოფილა თურმე ალბათ საშველი,
ვერც ვშველი და აღარც საშველს არ ველი,
დაგრეხილა უსაშველო მთა-ველი,
ზვავს მოვყევი, ქართან ერთად წავედი.

კუდიანო,​ ქარო, იქნებ წაშალო,
გაგატანო, ცხრა მთას იქით გაშალო,
გუშინდელ დღეს წავაფარო თავშალი,
გადავთელო ან მოვთელო,
ნაშალი.

01.07.2023წ
ნინო როსტიაშვილი
neru

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი