მზე, რომელიც გვიან ამოვა...
მზე რომელიც გვიან ამოვა... ვნახე, როგორ გაიხლიჩა ბროწეული, უწიფარი მისი გული, როგორ იყო მობნეული. ფეხს ადგავდნენ გამვლელები, კვალს ტოვებდნენ, ვითარც ხნული. ძნელი იყო, ჯერაც მკვახე, ბროწეულის ძირს დათხლეშვა, როცა მწიფე, ლაჟვარდებში ისევ მზესთან თამაშობდა. ჩემთან დარჩა, მხოლოდ ღმერთი, მხოლოდ ერთი, მე და ღმერთი, მუხლზე ხოხვით, მწარე ოფლით, ვიწყე, მარცვლის შეგროვება. ერთ ქისაში მოვათავსე, რომ არ ერგოს დავიწყება, და არც თავის შეხსენება. ახლა, როცა მიკაკუნებს, სიბერის ჟამს მზის ჩაქრობა, ქისას თავი მოვუხსენი, არც ვნანობ და ვნანობ კიდეც... ღირდა, ღიირს თუ ეღირება...??? ჩემთვის როცა მზე მიჰქრება, მაშინ ქისა გასხივდება... გვიან, მაგრამ მზე ამოვა... მზე ამოვა... 10.08.2020წ ნინო როსტიაშვილი NERU ✍️
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი