ჩემი საპალნე


​ ​ ​ ​ ​ ​ ​ ​ ​ ჩემი საპალნე...

დაბადებამდე უკვე ვიყავ, ალბათ, ცოდვილი,
მე მაპატიე, ამოსუნთქვით თუკი გატირე,
მე მოვდიოდი წიაღიდან უფრო წიაღში,
დე, მაპატიე, ჩემი მოსვლით თუკი გატკინე.
მე ანათალი შენი სულის და შენი ხორცის,
ჰო, დავიბადე და მომქონდა ადამევობა,
მე დავიბადე და ცოდვად მხვდა კაენელობა,
გთხოვ, მაპატიე, ჩანასახში ეგოისტობა.
ვიზრდებოდი და რა ვიცოდი, წინ რა მელოდა,
იყო ბავშვობა, არა ურვა, თავდავიწყება
და რა ვიცოდი, თუ ცხოვრება მახეს მიგებდა,
იყო მიზანი, მძიმე დღეთა არშერიგება,
რაც არა მკლავდა, საწუთროში ძალას მმატებდა,
ვინც უნდ განმსაჯოს, მე ვატარე ჩემი საპალნე,
მე მაპატიეთ...
მე მაპატიეთ, თუ ვისწავლე თვითგადარჩენა.

05.05.2010 წ.

ნინო როსტიაშვილი
neeu
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი