გამიღე კარი...
გამიღე კარი... შვილი ვარ შენი, არ უარვყოფ, მაგრამ ვარ მწირი, შემომისახლე შენს მცნებებში, უმწეო მწერი. განკითხვა სხვისი მე ვინ მკითხა, სხვისას არა ვწერ, ტომად მეყოფა, საკუთარი დარდტომეული. ზოგს შეუძლია, ღვინოს ანდოს, გულის ბზარები, ბზარნი, თრიაქით ბრუვდებიან, ასტრალნარევი. ფხიზელდარდიანს მირჩევნია, ლექსად ვეწამო, ღამის სიჩუმე დავარღვიო, გულთან კამათში. ხვალ, ალიონზე გავიხადო ნესტის პერანგი, ვაფიცხო მზეზე, ღიმილებით ვიწყო თამაში. იყუჩე გულო, მხოლოდ შენ გრძნობ, ტკივილს ნალიანს და რომ გამიქრე, ვიღას ვანდო, კარზე ბზარები. ნალბზარიანი... მწირმწერიანი... ზღვაცოდვიან... სააქაოში განდობ, გენდობი, გენდობიან!!! საიქიოში, მოვდივარ და გამიღე კარი... 29.07.1999წ ნინო როსტიაშვილი neru ✍️
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი