მოვა აგვისტო...
მოვა აგვისტო... ახლა გწერ და ვტირი ძამია... "ცხოვრება წამია"... მოვა აგვისტო, მარიამიც დაგვლოცავს, ალბათ... მკათათვე უკვე წარსულია, უვლია სწრაფად. მიჰყვა თიბათვეც ავად, თუ ისე... მაინც კარგად. მოვა აგვისტო, მარიამი დაგვლოცავს, ალბათ... ზაფხულის სევდის მესამედი უკვე გავთიბე. თითბერის თავშალს დამაფარებს, მაგრამ არ კმარა... ეს განედი ახლავს შავად ზოლს, ღმერთო მაკმარე. მეც გავედი, საკმაოდ შორს, უკვე აღარ თოვს... მოვა აგვისტო, მარიამიც დაგვლოცავს , ალბათ... მოვაგვირისტო, თვის ბოლოს უნდა მოვახვიო ჩემი შტო, წამლად! გული ყოველთვის სევდითაა, ტირის აგვისტოს. თუმც მზიანია, აივსება ზღვის სანაპირო, იმ სანაპიროს, ცხრა, რომ ჰქვია, არ ხარ, ამიტომ... უშენოდ ტირის აგვისტო და ჩემი გულის რტო... ცხრა რომ ჰქვია, ხო! ის დღე უნდა მოვაგვირისტო! რადგან თალხია, ავია და შემზარავია, ერთი რძით გაზრდილს, აღარ გვეყო ერთი თავშალი, დედის წიაღში შენთან ყოფნა არ მინანია. ახლა, რომ მყავდე, ზღვის ნაპირზე კარავს გავშლიდით, ყველა სევდას და ნაღველს უსასრულო ცურვით წავშლიდით. გავა აგვისტო, დასასრული მაინც კარგია, იქ, ცად შენ მყავხარ, მაგრამ ჩემთან მარიამია...! 01.08.2022წ. ნინო როსტიაშვილი neru ✍️
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი