ერთადერთი...


ერთადერთი...

ბედნიერებას ვერ იყიდი
თუ არ განიცდი,
ბედნიერება უნდა გწამდეს,
მხოლოდ ეს ვიცი.
სხვას, რომ გახდი 
და შენ ჩაიცვამ,
არ მოგერგება.
 რომც მოირგო, 
არ შეგერგება, 
და რომც შეირგო...
რას განიცდი?!
ბედნიერებას?!
აბა დაფიქრდი!
-რომ გაიხდი და
 სხვას ჩააცვამ,
მაშინ ხარ კაცი.
შეგნებულად
 ნუ, ნუ წაართმევ,
სულს ნურვის გახდი!
 წამირთმევია იქნებ სხვისთვის,
ამას განვიცდი!
გიცდით,
მითხარით, 
ცოდვას დავიხსნი.
კართან დავიცდი,
ბოდიშს გადვიხდი,
ლოცვად აგიხსნით...
აპატიე და გაპატიებს,
მაღლაა ღმერთი!
მიუტევე-მოგეტევება,
გვარიგებს ღმერთი!
თუ არ ვისწავლეთ მიტევება,
დავრჩებით კენტი!
სიყვარულია
სამყაროში გადამრჩენელი,
სულის სარჩენი, 
მართალია,
 ის ერთადერთი!

01.08.2022წ.
ნინო როსტიაშვილი
neru ✍️

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი