მე მინდა ვიყო...
მე მინდა ვიყო... როდესაც ძლიერ მომენატრები და მონატრება ამიშფოთდება, როდესაც მთვარე ღამეს შორდება, სანამ ახალი დღე დაიწყება, მუხლებს მივიტან გულის ფიცართან, დავხუჭავ თვალებს, მოგიხმობ ჩემთან და შენს წიაღში, ხოო, შენს წიაღში, თავს წარმოვიდგენ, მე ემბრიონად. როდესაც მთვარე გარდაიცვლება, სანამ ცა წითლად შეიღებება, შენს წიაღიდან ვიწყო დუღება და ლოცვად, ბევრჯერ განმეორება: მე მინდა ვიყო, სიკეთის მონა. მონათესავე ჩუმი სიკეთე, ოდესღაც შენც, რომ კრძალვით აკეთე, ვდიოდე ჩუმ და უხვ ნაკადულად, ან ვიყო ყანა მოსავლიანი, ანდა ვენახი ბარაქიანი, თუნდაც ქვის ლოდი, ოღონდ წყაროსთან, მცირედით მაინც შემეძლოს შველა, გზად ყველა მწყურვალს, წყურვილს ვუკლავდე და ვაპურებდე მშიერს, დამაშვრალს. მოვდიოდე და გზად ნადებ სილას, მდინარის კედლებს მივალესავდე, ელიას მთიდან წვიმად მოვიდე, ვაწვიმდე ყანებს, თესლს ვაღვივებდე. ჩამოვრეცხავდე სულ, ყველას ნაღველს, ბოროტის კარებს ამოვლესავდე. ხო, სანამ მთვარე იმშობიარებს, სანამ, ცა წითლად შეიღებება, მუხლებს მივიტან გულის ფიცართან, მე, ემბრიონად გადავიქცევი, დედის წიაღში ჩავსახლდები და ლოცვას წარმოვთქვამ, შენს სადიდებლად! 02.08.2012წ ნინო როსტიაშვილი neru ✍️
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი