შენით
შენით მე დავემსგავსე მოცელილ ვარსკვლავს, გამთენიისას გამქრალს სიზმარს ავს, ყოველი დღე ხომ ერთმანეთსა ჰგავს, უიმედობით სიცოცხლეცა ყარს. არც ზღვისთვის მითქვამს, არც მდინარისთვის, შენ მოგიყევი ერთს, ღმერთს, მხსნელს და თავს, გენდობი, განდობ, ამაცილებ ავს. და თუ მომცელავს ესე ცხოვრება, ვით ცვრიან ბალახს, გზაგასაყარზე, კვლავ ის განვლილი გზა მეყვარება, შენით, რომ ვზიდე, ყოველ საარზე. 20.07.2023წ ნინო როსტიაშვილი neru
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი