ნუ სცდი ბედს...
ნუ სცდი ბედს... გაშალე ფრთები... რომ გეგონა, მწვერვალს იპყრობდი, ცას მისწვდებოდი, აღმაფრენით აღმა იფრენდი, ბედმა მუხთალმა, გიმუხთლა და გაწყდა "ტროსები", ვერ განცდილ ტრფობით, უნეტაროდ, ქვე დაგანარცხა. ალბატროსები, მოფრენილი ფრთებს, რომ გიწვდიდა, ის ფრთა ჩამოსტყდა, უშურველად პულსს, რომ გითვლიდა. ჩამობნელდა და ჩამოღამდა, ქვათა ღაღადში, ბალახს კი არა, სალ კლდესაც კი ცრემლი სდიოდა. თიბათვე იდგა, ხანდაზმული, ოცდაცხრა დღისა, ბალახის ნაცვლად, კაცთა დღენი ითიბებოდა... გაშალე ფრთები, რომ გეგონა ცას მისწვდებოდი, "მიწა იყავ და მიწად იქეც" დაუკითხავად. გაშალე ფრთები დაივანე, სული ცას მისწვდა!!! 29.07.2022წ ნინო როსტიაშვილი neru ✍️
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი