მეგობრად შერჩა ბოთლი და ძაღლი...


მეგობრად შერჩა ბოთლი და ძაღლი...

შუა ზამთარში, ამ სკვერის სკამზე,
ჩასძინებია: ძაღლს, ლოთს და ბოთლს,
თმა გაზეპილს და ტყაპუჭ გაზეთილს,
ზეწრად გაზეთი, საბნად გაზეთი.
როდის ივსება, როდის ისმება,
როდის იცლება, მსგავსება  ფოთლის,
ბოთლი შელახულ ეტიკეტით,
თავთით რომ უზის, ვით ცოლის კეტი.
 გამვლელ-გამომვლეს კი რა გამოლევს,
-"საწყალი ლოთი, ნაგლეჯი ხორცის",
ერთ დროს მხატვარი, ფერმწერი ღმერთის,
ყველა ნახატის ატყვია მტვერი.
გაუჩნდა რადგან მრავალი მტერი,
ვითომ მოკეთემ,
 მოკვეთა ხელი,
-"ჭრელი ნაგავი, ჭრელი ნაგავი,
მშრალ ხიდზეც უკვე არავინ გელის".
ჭიქა არაყით ჩაიკლა დარდი,
მან ვერ შემოჰკრა მოკეთეს სარი,
დღეს ნაზამთრალი ტოტივით დადის,
შემოეძარცვა რადგანაც ხალხი.
შურით და ბოღმით ყურება ხალხის,
ვერ აიტანა გაუსკდა ძარღვი,
ამ ყველაფრისგან უზომოდ დაღლილს,
ინექციები სჭირდება არყის.

02.02.2012წ.
ნინო როსტიაშვილი
neru

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი