შენ, რომ არ მყავდე


შენ, რომ არ მყავდე...

ამო!
მეწვიე ჩემო, მზეწვერავ,
ვირწევი, ახლა მჭირდება შველა,
ყველას ველევი და შენ კი  ვერა,
კერა სხივების ვიხმე საშველად.
ამოიწვერე ჩემო, მზეწვერავ,
და...
ზვერე, ზვრები...
 ჩემო, ლაშქარო,
 ქარო, ჩადექი ნუ აკრთობ წვერას,
ვერ ააგორებ ტალღების ერას.
ამო!
იწვერე ჩემო, მზეწვერავ,
წამოდგომამდე, დამასწარ რბენა,
შემოურბინე ბარდებს ეკლიანს,
ლიანებივით ეხვიე ბგერას.
ამოიწვერე ჩემო, მზეწვერავ,
ეწვიე ავ-დარს, ათბობდე კედარს,
ყრუდ, მუნჯად დარჩი დღეს ქარიშხლიანს.

ამო!
მეწვიე ჩემო მზეწვერავ...
მცრიან!
 უშენოდ დღე არ მეწვევა...

13.08.2021წ
ნინო როსტიაშვილი
neru ✍️

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი