და სტირი (შოვს)


და სტირის...

აღარ ისმის გუდასტვირი, რაჭა შაორს დასტირის,
ჭალას წყალი დამშრალა და
სუფრას უშლის ხვატი ჭირს.

ტაში ბიჭო გიორგუნა,
აღარ ისმის, აღარ და
ვინ და როდის იორგულა, ვერ გაიგებ, დაღამდა.

საქორწილო ხვანჭკარათი, დღეს შენდობას იტყვიან,
ბადაგტკბილი ნაცრემლარი, დღეს მწარე და უტყვია.

ბედო რად ხარ მუხანათი, რად ჩააქრე სანათი,
შესანდობარს რატომ ითხოვს,
საქორწილო ბარათი.

ჯერ შეუმშრალ ცვრიან ბალახს, ცელი რატომ ბალახობს,
ველზე ახლად ამოზრდილი, ჯეჯილი რად ტალახობს.

 უნანაოდ აკვანს არწევს, დედა თავშლით  ცრემლს იშრობს,
 რაჭას გლოვის დღეებია, ბავშვიც არა თამაშობს.

13.08.2023წ.
ნინო როსტიაშვილი
neru

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი