სცადე...
სცადე... სცადე! ალიონზე ლოცვა! დასთმე! ყალიონის ბოლვა! სცადე! წამოდგომა სცადე! დასთმე! ბოროტება დაგმე! სცადე! მირონცხება სხვისი! დასთმე! გესლიანი ბაგე! სცადე! შეელიე სიამაყეს, შენში თავმდაბლობით, იამაყე... დასთმე! ერთი პურის ყუა, ტრაპეზს შეელია, ყუათიანს... სცადე! როცა გული გტკივა, გრძნობით გაუღიმო მტირალს ... დასთმე! საკუთარი გლოვა, როცა ზღვა ტკივილი მოვა... სცადე! აპატიო მოყვასს, ზიზღით ნუ აივსებ გრძნობას... დასთმე! ცხვარს ნუ დაკლავ მხცოვანს... მაქციას ნუ კითხავ მორალს... სცადე! გამონახე ძალა... იბრძოლე, სიტყვა არ კმარა... დასთმე! საკუთარი საქმე... წადი და გაშორდი მფლანგველს... სცადე! სკუთარი გქონდეს... დასთმე! სხვისი სისხლით ყოფნა... სცადე! სიყვარული სცადე! დასთმე! სიძულვილი დაგმე! სცადე! ლოცვა სცადე სხვისთვი! დასთმე! უღმერთობა დაგმე! 18.08.2005წ ნინო როსტიაშვილი neru ✍️
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი