ქეთევან დედოფალს
ქეთევან დედოფალს
„მე ავაზაკი, შემცოდე ახლოს არ ვიყავი ვინანი, მარჯვენით ჯვარსა არ ვეცვი, ამად ვარ ცრემლთა მდინანი.“
( მეფე თეიმურაზი)
ასული, მუხრან ბატონის,
ქვრივი, დავითი- მეფისა,
ქალი სადარი-სწორისა,
ცას შესწვდა ენკენის თვესა.
დაფლეთილ
თეთრი კაბითა,
მორწყა შირაზი რწმენითა,
სახელი მისი ქეთევან,
ნაკურთხი,
საკმევ-სანთლითა.
-დედა და შვილი მეფემან,
მძევლად მიჰგვარა შაჰაბასს,
შაჰმან: აშრაფსა, შირაზსა,
ათ წელს ატყვევა, ჩარაზა.
"გაუტეხელი სიმტკიცით"
მოწამეობით-ეწამა,
ცხელი კასრით და შანთებით,
დადაღეს დედიშობილა.
გაუმაძღარნი, ჯალათნი,
სისხლით იღებავდნენ ხელსა,
არ დასცდენია კვნესა ქალს,
ქრისტეს ჯვრით ხვდებოდა გველსა!
"არ დაიტევა ქრისტე-მან"-შანთეს, მკერდს დაღი ესმოდა,
კაბად შემოსეს ტომარა,
შირაზის მზეც კი კვნესოდა.
-ბევრჯერ იცვალა სალაგი,
მისმან ცხედრისა ასომან,
წმინდისა ძვალსალაგისა,
ბევრია კვლავაც უცნობად.
ზოგი ერგუნა ალავერდს,
ზოგიც ევროპა-აზიას,
კურნავს-უკურვნელს, ვინც ვედრის,
ვინც წმინდა ნაწილს ეზიარს.
ეწამა, რწმენას და -არქვეს,
-ღვთისქალდედოფალ -ქეთევან!
გასრულდა ესრედ გზა მისი,
წმინდადედოფლად, ქეთევან!
26.09.22წ
ნინო როსტიაშვილი
neru.
.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი