ფერეიდნელის ფიქრები
ფერეიდნელის
ფიქრები...
ნენე ნანას გვიმღეროდა,
გურჯი ფუში*
გვფარავდა.
ბაბა აკვანს
გვითლიდა და
თან შაჰ-აბასს ლანძღავდა...
უნდოდა, რომ გვხსომებოდა,
გურჯული* და გვითვლიდა:
ერთი, ორი, სამი, ოთხი...
ასე ოცი ათასი...
ასეთ ზღაპრებს გვიყვებოდა,
"იყო არა იყო რა"...
-ის დრო იყო თან რთული და
შაჰი ვნებებ გართული...
საქართველო შეგვაყვარა,
თან გვასწავლა ქართული.
აქ რომ წვიმდა,
იქ არ ცრისო?!
ბაბუ მძიმედ ოხრავდა.
ნენე მჭადზე ჯვარს ასვავდა,
რჯულის ამბებს ყვებოდა.
-ბაბა, როცა გავიზრდები,
ხომ წამიყვან ზღაპრულში...?!
ბაბამ ჩაის შეუბერა,
თითქოს სულიც ჩაბერა,
მოცახცახე ბაგებიდან,
ქართულად წაუმღერა.
-"აჭარელი ვიყავ განა",
განა, ფერეიდნელი...
სისხლი ყივის, ისე მინდა,
თეთრი-ცხენი უხედნი,
აქედანა და ხევამდის,
სულ ჯირითით გავხედნი.
ნეტამც მიწას დამაკონა,
ნეტამც ოფლი მადინა,
საქართველოს წმინდა მიწას,
ჩემი სისხლი ადინა!
ნენემ ბანი წააშველა,
ბაბუს ნამღერს, მადლიანს.
-"აჭარელი ვიყავ განა",
განა, ფერეიდნელი.
გურჯი ნაჰიეს*, ფიქრები,
სულ ქართველი ვიქნები!!!
-ფერეიდნელი ქართველნი მუდამ ქართველნი იქნებით!!!
23.09.23წ
ნინო როსტიაშვილი
neru
გურჯი ფუში-ქართულად დაფარული.
გურჯული-ქართული.
გურჯი ნაჰიე-ქართული სოფელი ფერეიდანში.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი