ჯვრის ძალა...


ჯვრის ძალა...

ყველამ ვატაროთ
ჩვენ ჩვენი ჯვარი,
სხვის საფლავს მაინც
ვერ ამოვავსებთ.
რად დაგრჩენია
სხვის კარგზე თვალი,
შენი შექმენ და
სხვისიც დალოცე.
ჯვრის ძალას მხოლოდ
მაშინ აქვს მადლი,
განა მკერდზე რომ
 გკიდია მარტო,
როცა ღმერთს შესთხოვ
მოძმის სიკეთეს,
და არ დაგყვება 
გზად კვალი ბოღმის.

27.09.2010წ
ნინო როსტიაშვილი
NERU

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი