ჯვართამაღლებას


“ჯვართამაღლებას”

შენ იცი, ღმერთო, ბოროტი არ ვარ,
არც უმადური,
შენ იცი, ღმერთო.
 თუ გვერდში დგომა არ შემიძლია,
ცუდი არვისთვი არ მინატრია.
 ბოროტებისთვის სამაგიერო არ მითხოვია, 
შენ იცი, ღმერთო.
 არც სიკეთისთვის ვითხოვ მადლობას,
ქვაზე ვდებ ჩუმად არ ვაჩხრიალებ.
  მე და შენ ვიცით, “ციციკორებმა” 
ტალახი უხვად გამოიმეტეს,
მართალ კაცისთვის სროლა, ვერ, მაგრამ
ზურგს უკან დაყრა, მაინც გაბედეს…
   ერთმა მათგანმა, რომ წაიჩოქა,
არ გავუხსენე, წამოვაყენე.
ჭაობისათვის ვერ გავიმეტე.
მეორემ კარზე მომიკაკუნა, ხელი ვერ ვკარი,
კარი გავუღე.
მაინც ვერ შეძლეს ჩემში ჩაეკლათ ,
მდოგვის მარცვალის თესვის სურვილი.
   მე ვიცი, ღმერთო, ამ სიკეთისთვის,
ხელი რამდენჯერ შემომაშველე.
   არა მწყინს ღმერთო, მაგრამ მაოცებს:
ბოღმა, შური და უმადურობა!
მიკვირს, მაოცებს საქციელი მოყმის და მოძმის,
თორემ უცხოსთან რა მესაქმება!
    ერთმა ბრძენმა თქვა: 
თუ კი გაოცებს, ბავშვი ხარ ჯერაც, დე, ვიყო ბავშვი!
დე ვიყო ბავშვი, ვიდრე უგრძნობი,
შენ დამიფარე ბოროტებისგან.
   რამდენმა ტალღამ გადამიარა,
მაგრამ ჩავყლაპე, მლაშე წვეთებად.
სამაგიერო არ მითხოვია,
გულში ვიკლავდი მწარე ვნებებად.
   შენ იცი, ღმერთო ბოროტი არ ვარ,
არც ჭორიკანა, შენ იცი, ღმერთო.
ზოგჯერ საკუთარ თვალს არ ვუჯერებ,
მე და შენ ვიცით, და ესაც
 კ მ ა რ ა.
p.s.
მე ყოველ დილით პირჯვარს გადვიწერ,
ყოველ დილისთვის, მადლობას გწირავ.
ვიცი ჩემთან ხარ არ მიმატოვებ,
ცისკრის ზარები მამცნობენ,წირვას!

27.09.2021წ
ნინო როსტიაშვილი
neru

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი