ლექსები აფხაზეთზე


14.08.92--27.09.93
აფხაზეთო

როგორ მინდა ჩავეხუტო შენს მიწას,
როგორ მინდა ისევ ისე გიხილო,
როგორც წინათ ძველ ოთხმოცდა…
ძველ წლებში.
გულო!
გულო როგორ უძლებ ამ ტკივილს?!
მე რომ მხოლოდ ზაფხულობით გსტუმრობდი,
შენი მკვიდრი ვიცი, როგორც განიცდის…
ვისაც ერთხელ უნახია მზის ჩასვლა,
აფხაზეთის შავი ზღვის კაბადონზე,
ვისაც ერთხელ ჩაუსუნთქავს შენი ჰავა,
ვინც დამთვრალა შენი ევკალიპტებით,
ვისაც ერთხელ ურბენია ფეხშველი,
ფეხის გული დაუწვია კენჭებით,
ერთხელ მაინც გარუჯულა შენი სხივით,
ერთხელ მაინც შეუცურავს ტალღებში,
ვისაც ერთი მეგობარი მაინც’ა ჰყავს აფხაზი,
ვერასოდეს მოინელებს შენს დაფლეთილ ნაწილებს,
ვერასოდეს დაგივიწყებს, 
გული მუდამ იგლოვებს,
სანამ…
სანამ შენს ნაფლეთებს,
 სანამ
არ გაამთელებს!

18.12.2021წ.
ნინო როსტიაშვილი
♥️🙏🏾
დაკარგული ალმასები

შხარას აზიდული საფიქრალი,
ყინულივით მდგარი, ვერ გამღვალი.
ზეცად აზიდული სადარდელი,
უფალს შეთხოვილი სასწაული.
ლუკმა გატეხილი, მადლიანი,
სამტროდ გამოზრდილი ჯალათები,
მტერ-მოყვრის ეული კალათები,
მსხვერპლად შეწირული, ქალაქები.
ენგურ გამოვლილი კალმახები,*
თერგდალეული,* ბარათები,
მტერს ბადით უზიდია ქვირითები.*
უნდა დავიბრუნოთ, ალმასები!!!

27.09.2009წ.
ნინო როსტიაშვილი
NERU ✍️
❤️🙏🏼
რიწა?!

თოვლში გახვეულა  რიწა,
ჩვენი დაკარგული მიწა,
ჩვენი ტკივილი და გლოვა,
ნეტა რის სანაცვლოდ მისცა?
რაში გაიცვალა რიწა,
ქართული სისხლი და გენი,
რუსს როგორ მიჰყიდა  "ვინცხამ",
როგორ არ გაუსკდა მიწა???
-ღმერთო გვაღირსე გიდი,
იქნებ გადაყაროს ბინდი,
ისევ დავიბრუნოთ მშვიდი,
რიწა, საქართველოს გედი!!!

პ.ს
ბინდში გახვეულა აფხაზეთი,
სულში დარჩენილი სავანეთი.

11.02.2022წელი
ნინო როსტიაშვილი
NERU
❤️🙏🏼
ენგურს...

ენგურო, ქებას ვერ გეტყვი,
რა გაქვს შენ საქებარია,
სამშობლო ორად გაგიყვეს,
მოდიხარ, მოგიხარია.
შენს ნაპირებზე შემომხვდა,
ყოველ ნაბიჯზე, ჯვარია,
რამდენი კარგი ვაჟკაცის,
სიცოცხლე შეგიწირია.
რამდენი დედა, ცოლ-შვილი,
ობლებად დაგიტოვია,
იქნებ, შენც მიტომ ბობოქრობ,
კლდეებს ასკდება, ჯავრია...?!

04.07.1992წ.
ნინო როსტიაშვილი
NERU ✍️
❤️🙏🏼
გმირ დედებს

 ენგურს გაღმა და
გამოღმა,
დედები ერთურთს სტირიან,
ომში დაკარგულ გმირების
სამძიმარს ეუბნებიან...

27.09.94წ
ნინო როსტიაშვილის
neru

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი