ნუ)-თუ-(აღარ)-ვიქნები...


(ნუ)-თუ-(აღარ)
                      -ვიქნები...

ჩემს ოთახში, ერთი ძველი, უმოძრაო ყუთია,
ვამოძრაო მინდა, მაგრამ უკვე დაჟანგულია.

უმოქმედოდ, მაგრამ ძაფი ისევ შემობმულია,
ჩემი სახლის ექოა და სულზე გამობმულია.

დედა საცვლებს გვიკერავდა, მასწავლიდა ბიჯს ჯვრიანს,
გულის ჯიბეს ვაქარგავდით, ყვავილს წითელ გულიანს.

პერანგი და წინსაფარი ახლაც საკიდს კიდია.
 პაპამ ბებოს უყიდა და მამის სახსოვარია.

 მოგონებებს ინახავდა,
ყუთში ფიქრებად ყრიდა,
დედას მამა უყვარდა და არასოდეს გაყიდიდა.

ვერ ვიმეტებ, ხოდა ასე ჩემს ოთახში კი... 
-დია,
საუკუნის წინანდელი, უმოძრაო ყუთია.

საკერავი მანქანაა, ხანდზმული გულია:
 პაპის, ბებოს, მამის, დედის, ფეთქვაა და სულია.

ხოდა იდოს, იყოს სანამ, ამტკივდება სახსრები,
მხრებში მოვიკაკვები და ტყავკანიდან გავძვრები...

ხოდა იდოს, იყოს იმ დროს, როცა მეც არ ვიქნები...
ოჰ! ამერია ფიქრები...
ნუთუუ აღარ ვიქნები...?!

24.09.23წ.
ნინო როსტიაშვილი
neru

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი