იქნებ შევმოსოთ...


იქნებ შევმოსოთ...

ფარისევლობის სამოსში,
სული მკვდარია ბრალითა,
თუ მხსნელის ღვინოს შესვამენ,
იქნებ განკურნონ გონება.

ისმინონ სიტყვა მწყემსისა,
განდევნონ სუნ-მყრალობანი,
ჰპოვონ მალამო წყლულთანი,
სისხლის გონის და სულისა.

დაწვან ჭურჭელი, მხმობელნი,
ძიონ, სიმშვიდე სულისა,
 ბრმათა და ყრუთა სიტყვისა,
ჰპოვონ სოფელსა შინისა.

 ხლართი ეშმაკის იცილონ,
 ფარაონისგან იშორონ,
ცხადში თუ ძილში ორმაგი,
ქერუბიმისა თვალთ ჰყურონ.

სამთა სახითა სამებით,
ოთხთა გზას კვეთდენ ხარებით,
გმობდენ ავსა და ბოროტსა,
კაცი ღმერთს თუკი შემოსავს!

20.07.2023წ
ნინო როსტიაშვილი
neru

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი