ემიგრანტული


ემიგრანტული

წაველ და გულთან ვომობდი,
კარზე დადებულ კლიტეს,
მეგონა ვერსდროს დავთმობდი,
პაპის ნასახლარ კიდეს.

ვისთვის ქოხი და ვისთვის ხე,
ჩემთვის ამ სულსა ამაყევ,
პაპის დადგმულო, სასახლევ,
ფესვებს ვფიცავარ გინაღვლე.

ნაღველი შეჭაღარავდა,
მოგონებები მდაღავდა,
ვერა, ვერ გამოვექეცი,
ამ ემიგრანტულ საწადელს.

კლდედ იქცა გული სალისა,
თვალს დასტყობია ბზარები,
"თავს ზემოთ ძალა არ არის",
ვერ გადვიხადე ვალები.

ნეტავ ერთხელ კი გიხილო,
შემოვირბინო ბარები,
გითოხნო ვაზის ბწკარები,
თვალხილუ მოგებარები.

08.02.2023წ
ნინო როსტიაშვილი
neru

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი