მეგობრად შერჩა ბოთლი და ძაღლი...


მეგობრად შერჩა ბოთლი და ძაღლი...

შუა ზამთარში, ამ სკვერის სკამზე,
(სკვერის ცივ სკამზე)
ჩასძინებია: ძაღლს, ლოთსა და ბოთლს.
თავთით რომ უზის, ვით ცოლის კეტი,
ბოთლი, 
-შელახული ეტიკეტით.

როდის ივსება, როდის ისმება,
როდის იცლება, არავინ უწყის...
არაყს ნებდება, დღენი კი დნება,
ასე ნელ-ნელა ბედს საკენკს უყრის.

ხდება საწილე ცოცხლად ნაგლოვი,
მიცვალებულთა რიგში მდგომისა,
ვით გაცრეცილი ხმელი ფოთოლი,
მსგავსება გვიანშემოდგომისა.

თმა გაზეპილს და ტყაპუჭგაზეთილს,
ზეწრად გაზეთი, საბნად გაზეთი,
ვიღაც გახედავს კიდეც ამრეზით,
ენით მწარე და ნასუნთქი დენთით.

 გამვლელ-გამომვლეს კი რა გამოლევს,
-საწყალი ლოთი, უსულო ხორცი,
ერთ დროს მხატვარი, ფერმწერი ღმერთის,
ყველა ნახატის ატყვია მტვერი.

გაუჩნდა ნიჭსა მრავალი მტერი,
ვითომ მოკეთემ,
 მოკვეთა ხელი.
(წაუსისინა)
-ძველი ზღაპარი, ჭრელი ნაგავი,
მშრალ ხიდზეც უკვე არავინ გელის...

მან ვერ დაუდო მეგობარს სარი,
ჭიქა არაყით ჩაიკლა დარდი,
დღეს ნაზამთრალი ტოტივით არის,
შემოეძარცვა რადგანაც ხალხი.

შურით და ბოღმით ყურება მათი,
ვერ აიტანა გაუსკდა ძარღვი.
ამ ყველაფრისგან უზომოდ დაღლილს,
ინექციები სჭირდება არყის.

მეგობრად შერჩა ბოთლი და ძაღლი...

02.02.2012წ.
ნინო როსტიაშვილი
neru

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი