არ დაიჯერო


არ დაიჯერო...

დღეს თუ ყვავილებს გაყრიდა ზეცა,
არ გაგიკვირდეს ხვალ სეტყვა მოვა,
დატრიალდება ქარბუქი როცა,
მეგობრად მხოლოდ შეგრჩება გლოვა.

არავის უნდა გაგყვეს წყვდიადში
და ყივილამდე იქნებ უარგყონ,
მაგრამ თუ აღსდექ, კერძი ხმიადი,
შემოგძახებენ კიდეც,
დ ი ა დ ი !

ეს ყოველივე არის გამოცდა,
აღმართს ხანდახან მოსდევს დაღმართი
და თუ ოდესმე ფეხი დაგიცდა,
შემოგძარცვავენ, ვით ქრისტეს კვართი.

15.10.23წ.
ნინო როსტიაშვილი
neru

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი