მატათა*
მატათა!* კვლავ იყვავილებს ყაყაჩოები, ბალახი ისევ გააპობს მიწას, შეერევიან იონჯებიც და მომავალ წელსაც იქნება მირქმა... ვწუხვარ, ვერასდროს დაბრუნდებიან, ძველი თბილისის ძველი კადრები, დრომ გაიყოლა ჩიხტიკოპები, მიკიტნები და ყარაჩოღლები. თბილისში დადის უცხოტომელი, ჩემობს პლეხანოვს, აბანოთუბანს, დარჩა უბანი კიდევ რომელი?! რომ არ ჩემობდნენ ეზოს და ქუჩას? თუ დავივიწყებთ მურმანს და მუხრანს, ექვთიმეს, საბას, ვახტანგ გორგასალს, მალე თბილისის ქუჩებს დაიპყრობს, ბიბლიის ნაცვლად მლოცველი აღა... კვლავ იყვავილებს ყაყაჩოები, განმეორდებით წარსულნი აღარ... მოედებიან სარეველები, ძველი თბილისის ცხოვრებას ახალს... მომგონი ხალხიც აღარ დაგვრჩება, ქართველს წამლავენ უცხო გრანტებით, უცხო მიწაზე გადახვეწილებს, აქ არ დაგვერქვას ემიგრანტები. ხოდა დაბრუნდით, დაბრუნდით შვილნო, მორჩით გოდებას, ვაის და მოთქმას, "რათა გაცხადდეს გულთა ზრახვანი"! აღვსდგეთ არ წარვმწყდეთ, ვწირავდეთ მირქმას!* 16.10.23წ ნინო როსტიაშვილი neru მატათა*-აღვსდგეთ. მირქმა*-როცა დედა შობდა ვაჟს, მეორმოცე დღეს ეკლესიაში შესაწირად მტრედი მიჰყავდა. იესოს დაბადებიდან მეორმოცე დღეს მარიმმა ეკლესიაში შესაწირი მიიტანა და ესე დღე არის- მირქმა.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი