მომავალ წლამდე...


მომავალ წლამდე

წუხელ მთვარემ გააცილა ნოემბერი,
ვარსკვლავები მიეგებნენ  ცივ დეკემბერს,
ჩემს სარკმლის წინ, ნაზად არხევს ზამთრის სიო,
ჩუმ ალვის ხის, შემოძარცვულ   
ბებერ ტოტებს.

წელს ბოლოჯერ ააცეკვებს სიო ვალსებს,
ბოლო ფოთოლს შემოახსნის გაიტაცებს,
გაიყოლებს შემოდგომით ნაქარგ დღეებს,
მიიხურავს ნოემბერი სევდით კარებს.

ალიონზე მივესალმე შობის თბილისს,
სუსხავდა და ბაღი თრთვილის ისხამს მდგმურებს,
დაიწყება თოვლიანი წვიმები და,
ლოლოებსაც ჩამოკიდებს სამტრედურებს.

შემოდგომა უხდებოდა ბებერ თბილისს,
მთაწმინდასაც ხომ უხდება თეთრი ქუდი?!
მაინც ვიტყვი არ დავმალავ ცოდვას ჩემსას,
ოთხ სეზონში, მაინც ზაფხულს ირჩევს გული!!!

01.12.2021წელი
ნინო როსტიაშვილი
neru

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი