გმირ დედებს!
"საქართველოში იბადებოდნენ და შემდეგ მუდამ წუხდნენ ამაზე":... (ლადო ასათიანი) გმირ დედებს! "საქართველოში იბადებოდნენ" და არასოდეს წუხდნენ ამაზე: შვილები მამის გზას მიჰყვებოდნენ და გამარჯვება ერტყათ ქამარზე! გმირები მუდამ შენთვის კვდებოდნენ, დედა არასდროს წუხდა ნაგრამზე, ნუთუ არსებობს კიდევ ქვეყანა? აღმატებული ქართულ თამასზე! შენთვის ზრდიდნენ და შენთვის სწირავდნენ, ქართული დროშით, წინ მიუძღოდნენ! ქართული მრწამსით, ქართული სულით, წმინდა ენისთვის, საქართველოსთვის! საქართველოსთვის! საქართველოსთვის! 26.11.23წ. ნინო როსტიაშვილი neru
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი