მირზა გელოვანს
"წახვედი როდის, ბრუნდები როდის" მირზა გელოვანს აღარ გათენდა ის ღამეც მირზა, ვერ აგისრულა სატრფომაც ნტვრა, გულისფიცრიდან გცვიოდა გილზა, წვიმდა, თბილისი ტიროდა გაყრას. რამდენი დაგრჩა ალბათ სათქმელი, რომ ვერ მოხვედი ბრძოლებნახული, შენ ახლა ცივი მიწა გიხუტებს, წახვედი, თბილისს ვეღარ ნახული. წახვედი ისე, აღარ დაბრუნდი, ნეტავი გზა ხომ არ აგერია? სიცოცხლე შერჩა სხვა ქარტეხილებს, ახლა გრიგალი დგამს ტრაგედიას. შავნაბადაზე გელის ტაძარი, ჯვრისწერის ნაცვლად გლოვის ზარია და უკიდიათ სანთლებს ხანძარი, გოგო სარაფნით, ცრემლმა დალია. სპეტაკი კუბო, სპეტაკი ზურგით, მოაქვს თოვლსა და ლურჯთვალა იებს, თმა გაწეწილი სატრფო გულისყრით, იცვამს გრძელსა და გლოვის პერანგებს. ვეღარ გიშველა ლოცვამ მხურვალემ, სანგარსაც მოსწვდა ტყვია საშენო, დედის ლოცვები მოგდევს მქუხარე, სამოთხეში რომ სული აშენო. წელსაც უშენოდ მოვიდა თოვლი, წელსაც უშენოდ აყვავდა ნუში, -შენ მუდამ ნუშის ბაღებში ივლი და ორთაჭალა გიხუტებს გულში. 01.12.2017წ. ნინო როსტიაშვილი neru
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი