თემურ ჩალაბაშვილს
"სიკვდილს პოეტი ამარცხებს" (მიმინო- -ვალიკო კაკაურიძე) თემურ ჩალაბაშვილს თოვდა... საქართველოს ფიქრად აფიფქებდა , უფალს "სანთელის" ჰანგით ადიდებდა! ჩოხა-ახალუხით და ქუდით კახურით, დააკლდა ქიზიყს კაცი კაცური! ვორონცოვს ამშვენებდი დინჯი ნაბიჯით, საქართველოს, პოეტი-რაინდი! ნაბდად მუზების მზეთექა გეხვია და ლექსი სუდარად შემოგეხვია! ფიფქი გეხვეოდა ციდან ჭირისუფლად, გოგლამ, პოეტი წარუდგინა უფალს! ფართოდ გაშლილი აქვთ ანგელოზთ მკლავები, ზეცას გელიან ვარსკვლავები! "სიკვდილს პოეტი ამარცხებს", არ იდარდო! შენ, პოეზიის დიდო რაინდო! "საუბარი გულთან" შემორჩა ჩემ თაროს, შენმა სულმა ზეცად დაივანოს! p.s ვუსამძიმრებ საქართველოს! ნაღდი ქართველი და რაინდი პოეტი დააკლდა საქართველოს! ვწუხვარ, რომ წარსულში მიწევს საუბარი. თქვენი მყუდრო, მუზეუმად ქცეული სახლის კედლები და ქართული სტუმარ-მასპინძლობა მუდამ ტკბილ მოგონებად დამრჩება. 27.12.23წ. ნინო როსტიაშვილი neru
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი