ხარებით, შობით, აღდგომით!
ხარებით, შობით, აღდგომით!
-შობას გილოცავ!
-ჰო, მეგობარო,
შობას გილოცავ!
იშვა უფალი! -ქრისტეს სახელით ვიყოთ მრავალნი!
-მოგვმადლე, ღმერთო!
ჩვენ ბრმათა-ყრუთა, სმენა და ხედვა...
არ გადაჩეხვა!
-ვერცხლ'ამბორისთვის გზების ჩახერგვა!
შობას გილოცავ!
-დე, ჩვენს გულებშიც
ვითარც ბაგაში,
იშვას უფალი!
თავმდაბალი ვიყოთ მავალი...
...ჰო! იანვრის პირზე, გაზაფხულის სურნელის დგომით...
-დე, ვიხაროდეთ! -ხარებით, შობით, ქრისტეს აღდგომით!
გლოცავ, ყოველგზით!
-ჰო, მეგობარო,
იანვრის პირზე გაზაფხულის გლოცავ დადგომით !
შობას გილოცავ!
07.01.24წ.
ნინო როსტიაშვილი
neru
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი