შემოდი! გადიდებ!
შემოდი! გადიდებ! დღეს ცაზე ვარსკვლავი ანთია, ისე ვით პირველად გშვესო, მოვყვები კაშკაშის ათინათს, საკმეველს მოგიტან ბევრსო. დავძებნი უბიწო მარიამს, ცრემლებით მოვუბან ტერფსო, მადლობა ქალწულო მარიამ, მუცლით რომ ზიდე იესო! ცხრა თვე რომ მუცლით ატარე, ჩვენთვის რომ შობე იესო, იხსენი წარმართთა მხარე! შენ განდო მამამა ძეო! ვერ შეგაშინა ჭორებმა, ვერც მეფემ იუდეველთა, ვერცა უდაბნოს გორებმა, მიგიღო ბეთლემის ველმა. პირველმა შენ ზიდე ის ჯვარი, რაც მერე ერგო იესოს, არ გქონდა შიში ხვალისა, ლოცვით გადიდებ დღესო! ხვალ ალილოზე დავივლი, ვიხილავ უამრავ მრევლსო, ყველას გულებში შემოდი, ძე ღვთისა, უფალო იესო! 07.01.23წ ნინო როსტიაშვილი neru
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი