შენ არ დამიღონდე, საქართველო!
შენ არ დამიღონდე, საქართველო! ჩემო სამხმიანო, "დედო ზარო", ქართველთ დასაყრდნობო საყდარმხარო, ჩვენი ენისა და რწმენის მცველო! -დაღონებულია საქართველო... გათიბულ მინდორივით მოცელილი, დღე აქვს საქართველოს მოწყენილი... წლები, წლები არის დაკარგული, როგორც მარტის თოვლი გაპარული... შვილებ წართმეული, დაფანტული, ობლად დარჩენილი მიწა-ხნული, ჩემი სოფლები და ეზო-ყურე, მოჰგავს შემოდგომის მერცხლის ბუდეს... კვნესის გენწვიში და აფხაზური, მიწა დარჩენილი მოხაზული! ორად გაყოფილი ენგური და ლიახვი, დვალეთთან ჩარაზული! ჰეი, ნაზამთრალო საკვამურო! ჭვარტლით სავსე არის ძმათა სურო... ნისლში გახვეულა ჩემი გული, კვნესის ნატყვიარი წიწამური! ჩემო სამხმიანო "დედო ზარო", ჩვენი ენისა და რწმენის მცველო! უფლისთვის არ რაა დამალული... შენ არ მოიწყინო, საქართველო! არ გეღალატება ჩემო დედო, სისხლის ყივილია საიმედო! წლები გაირბენენ დაზაფრული, ისევ დაგიდგება გაზაფხული! ისევ აზვირთდება შენი ველი, როგორც ოქტომბერში ვაზის ზვრები! მერე ჩვენც დავიბერტყთ ცოდვის ზვირთებს, ვითარც ბეღურები ნაზამთრალ ფრთებს! ჩემო სამხმიანო, "დედო ზარო", ჩემო თეთრმხრიანო, ლაზარეო! სისხლის ყივილია საიმედო! შენ არ დამიღონდე, საქართველო! 09.01.24წ. ნინო როსტიაშვილი neru
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი