მაშინ, რომ გიწამე...
მაშინ, რომ გიწამე... როცა ნერვები ძაფზე ჰკიდია, ერთი წუთიც კი დიდზე დიდია, როცა ცხოვრება ყულფებს გიმზადებს, შენ კი ყველაფერს სხვენში შემოდებ, მე მაშინ მინდა დავეცე მუხლზე და გითხრა მაინც ძლიერ გიწამე. თავი დავხარე ბევრჯერ მიწამდე, მაგრამ ყველაფერს ჰქონია ზღვარი, მე გადავლახე ბევრი საზღვარი, ბევრჯერ ოცნებას ვუთხარი ვარი.(უარი) არის ცხოვრების ლაბირინთებში, ის რაც დარჩება მხოლოდ მითებში, მთებში დამალულ უხსოვარ ნატვრას, შევინახავდი როგორც მზითევი. მთვარესთან ერთად ღამეს ვათევდი, ვდევდი ბედს, ბედად ძალით ვათრევდი, ვრევდი ძაღლის ძვლის კამათელივით... გზა არეული ლოთის კვალივით. იწოდა ძაფი ცეცხლის ალივით, ცელმოღერებულ ბალახს არ ვთმობდი, გავრბოდი, არ ვმტრობდი, ვნატრობდი... ვომობდი "მესთან" ყინულს ვალღობდი. ვბალღობდი, დიდობას ბალღობით ვათბობდი, ლოდინით ვიგებდი იმ წუთის დიდობას, ობობას ქსელიდან დახსნას რომ ლამობდა, ალბობდა ტკივილებს სალბად ედებოდა... ის წამი, ის წუთი, მაშინ რომ ვიწამე, მუხლზე რომ დავეცი მაშინ რომ გიწამე. 13.01.2023წ ნინო როსტიაშვილი neru
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი