შენი იასამანი (დედას)


შენი იასამანი
             (დედას)

ჭიშკართან გული შეიფრთხიალებს,
დამიმძიმდება ნაბიჯი მკვეთრად,
წამში ათასი მოგონებები
მომაცილებენ გარდასულ დღეთა.
უშენოდ ჰყვავის იასამანი...
დღეს მეთერთმეტედ მოგართვი, სად ხარ...!
ხელში ჩამაჭკნა იასამანი,
კვლავ იყვავილებს, მაგრამ შენ არ ხარ...
ხუთ ფურცლიანის ძებნას განვაგრძობ,
ჩუმად დავუთვლი ყვავილებს თავთავს,
ვიპოვი და სულს გავიძლიერებ,
ჭიშკრიდან სანამ საფლავთან მივალ...
მომავალ წელსაც გაიაპრილებს,
მოვალ დავჯდები საფლავის ქვასთან,
როს ჩემი სული გაიყვავილებს,
 დაგელოდები აღდგომის კართან...
დღესაც ჰყვავიან იასამნები,
შენი დარგული საფლავის თავთან,
ვეფერები და ვუსხლავ ნაპირებს,
ვცდილობ, გისრულებ მე დანაპირებს...

04.04.20022წელი
ნინო როსტიაშვილი
NERU
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი