მშვიდობით თუ მოვა


მშვიდობა თუ მოვა...

მაწვიმდეს, მათოვდეს,
არ მქონდეს საგზალი,
არ მინდა თალხის რომ
მებუროს თავშალი.
დღე იყოს უმზეო,
ღამე კი უმთვარო,
არ მინდა სითბო და
არ მინდა ვარსკვლავი.
მციოდეს, მტკიოდეს
ყინვისგან თითები,
არ მინდა შეშა და
არ მინდა ბუხარი.
ყველაფერს ავიტან,
ყველაფერს გავუძლებ
ოღონდაც ვიცოდე 
არ გვტოვებს უფალი.
გზად მოგვიტევა და
შეგვინდო ცოდვები,
დაინდო ბავშვები,
არიდა ტყვიები.
კვართით შეუმშრალა
გმირ დედებს ცრემლები,
სამყოფელს აკურთხა
გმირების ცხედრები.
მათოვდეს მაწვიმდეს
არ მქონდეს საგზალი
ოღონდაც დამშვიდდნენ
დედამიწელები!!!
რა საწუწუნოა
ცუდი ამინდები
როცა მსოფლიოს
აწვიმს სისხლის წვიმა.
იწვიმოს, ითოვოს
ოღონდ შეწყდეს ომი,
ღმერთო დაიფარე
დედამიწელები!!!
ზვარაკად შევწირავ
გაზაფხულის თოვას,
მშვიდობა თუ მოვა,
მშვიდობა თუ მოვა!!!

21.03.2022წელი
ნინო როსტიაშვილი
NERU
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი