ხმა საიქიოდან


ხმა საიქიოდან
(ეძღვნება  გულგაბზარულ დედებს)

დედა ნეტავ როგორა ხარ ახლა,
ვინა გნახა ვინ გაგითბო გული.

ვინ  მოგართვა დღეს იების კონა,
ჩემს მაგივრად გულზე ვინ გეკონა.

არ იდარდო მე კარგად ვარ დედი,
მე მადარდებს მხოლოდ შენი ბედი.

მოიშორე ეგ თალხი და ურვა,
აქ რომ მშვიდად დაივნოს სულმა.

ნაადრევი დაბერება არა
არც შენი და არც ჩემი არ მსურდა.

მე კარგად ვარ არ იდარდო დედი,
როცა გძინავს მაშინ გეფერები.

მე კარგად ვარ არ იდარდო დედი,
ყოველ დილით ციდან გეგებები.

ამ სამყაროს დიდხანს ყავდე უნდა,
ჩემს სამყოფელს უნდა შენი ზრუნვა.

მოიშორე ეგ თალხი და ურვა,
აქ რომ მშვიდად დაივანოს სულმა.

03.03.24წ.
ნინო როსტიაშვილი
neru

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი